Sunday, November 17, 2013

ცაზე ცისარტყელა

ეხლა ღამეა
ვუცქრი ბნელში ჩაძირულ ეზოს
მხოლოდ ფოთლების  შრიალი არღვევს ღამის იდუმალებას
ჩემი ფიქრები ქარისგან მოტაცებული ფოთლების მსგავსად ხელიდან მეცლებიან და მხოლოდ სიმარტოვე ისადგურებს.
სიმარტოვე და სიბნელე ...
უკვე შუაღამეა ფიქრების დევნაში  დრო შეუმჩნევლად  გადის
მინდა დაველოდო განთიადს არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად  მსურს კიდევ ერთი ღამის გატეხვა, ის ადგილი მენატრება სადაც ჩემი სული მცირე ხნით  თავისუფლად დანავარდობს მე ისე ახლოს ვარ მათთან... ვგრძნობ მათ ჩრდილებს და მათ უკვდავებას, არ მიფიქრია რა მაკლდა ესე ძალიან და ეხლა ერთ წამში აღმოვაჩინე მიზეზი  ჩემი სიმარტოვისა... კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა დაველოდო განთიადს...
მიყვარს ის ადგილი სადაც  ტერენტი განისვენებს, სადაც ლადო ასათიანის  საფლავს მზის სხივები ათბობს, ტაძრიდან კი ზარების რეკვა და მლოცველთა ხმა გამოკრთის.

ფიქრები თავში პეპლებივით მეხვევიან და  წარსულში მაბრუნებენ  ხან კი მომავალში და ესე უსასრულოდ მივექანები ხან წინ და ხან უკან... ან ზევით ან ქვევით... დრო ჩერდება თითქოს და გათენებას აღარც აპირებს ესე მგონია, ან კი როდისაა
ნათელი? ადამიანებს არ გვიფიქრია ამ სიტყვის რაობაზე! მე ვეძებ ამ ნათლეს უკუნ სიბნელეში, იქნებ  ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხვდე, იქნებ შევხვდი კიდეც მაგრამ გვერდი ავუარე  ისე რომ ვერ  შევნიშნე,  ესეც  შეიძლება. 
უკვე ძალიან ჭირს  გარჩევა, თეთრი შეიძლება  შავად მოგვეჩვენოს და  პირიქით...
წვიმის  წვეთები შეერია ქარს თითქოს ზეცა დასტირის თავის ობოლ შვილს
დედამიწაზე ხომ მხოლოდ ბორეტება ზეიმობს სადაც სიკეთეს  ადგილი აღარ
დარჩენია და ისიც სადღაც ბნელში მიმალულა.
კატას ვხედავ  რომელიც  სიცივისგან  დაკლაკნილა, მისი დასველებული ბეწვი კი პრიალებს ამ უტყვ სიჩუმეში, თვალები კი საზარლად გამოკრთიან ღამის სიბნელეში...
ალან პოს  "შავი კატა"  მახსენდება და  შიში მიპყრობს ვგრძნობ რომ კიდევ მეტად ცივა
საზარელი სურათები  იხატებიან  ჩემს გონებაში, ღამე იმდენად მიყვარს რამდენადაც მეშინია მისი...  მსგავსი ზმანებები მხოლოდ  ღამით შეიძლება გაჩნდეს
სწორედ ასეთი ღამის შემგდომ  მეტდ დავაფასებთ ყოველ ახალ განთიადს  და მივხვდებით რომ  ყოველი ახალი დღის  დადგომა  ღვთის წყალობაა ჩვენთვის მოვლენილი.
მე კი მარად დაველოდები  გამოავდრების  შემდეგ  ცაზე  ცისარტყელას   ...